თავში

მკვლევარი აცხადებს, რომ იესო ქრისტეს ნამდვილი საფლავი იპოვა

​მკვლევარი აცხადებს, რომ იესო ქრისტეს ნამდვილი საფლავი იპოვა
მკვლევარი აცხადებს, რომ იესო ქრისტეს ნამდვილი საფლავი იპოვა

ბიბლიური კვლევების კალიფორნიელი მკვლევარი, ტომ მეიერი აცხადებს, რომ იესო ქრისტეს ნამდვილი ადგილმდებარეობა გაარკვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Express ავრცელებს.

მისი თქმით, სამარხი, შესაძლოა, ორ ადგილას მდებარეობდეს. ბიბლიის თანახმად, იესო ქრისტე ჯვარს გოლგოთაზე, ძველი იერუსალიმის კედლებთან ახლოს გააკრეს. როდესაც ის ჯვრიდან გარდამოხსნეს, გადაიტანეს "კლდეში ნაკვეთ საფლავში" და ლოდით დახურეს. სპეციალისტები თვლიან, რომ სწორედ აქ არის აღმართული მაცხოვრის საფლავის ტაძარი.

გარდა ამისა, არსებობს ადგილი, რომელსაც პროტესტანტულ სამყაროში "ბაღში მდებარე საფლავს" უწოდებენ. ქრისტიანული აღმსარებლობის ამ მიმართულების მიმდევრები მას განსაკუთრებულ პატივს სცემენ. თუმცა მეიერი ამტკიცებს, რომ მოვლენები, რომლებსაც ამ ლოკაციას მიაწერენ, აქ არასოდეს მომხდარა.

"მაცხოვრის საფლავის ტაძარი, რომელის 326 წელს აშენდა და ძველი ქალაქის ქრისტიანულ კვარტალში მდებარეობს, წარმოადგენს საფლავს, რომელიც დიდი ხანია ითვლება, რომ ქრისტეს ეკუთვნის. საფლავი ბაღში, რომელიც ასევე ძველ ქალაქში მდებარეობს, იესოს სავარაუდო ცარიელ საფლავად ითვლება და ილოცება. თუმცა სახარების მიხედვით ფაქტების ახალი შეფასება აქ მაცხოვრის დაკრძალვას გამორიცხავს", - განაცხადა მეიერმა.

"ბაღში მდებარე საფლავი" ადგილობრივმა ფერმერმა 1867 წელს იპოვა. მოგვიანებით მეცნიერმა კონრად შიკმა განაცხადა, რომ ის ნახევრად მიწით და ადამიანის ძვლებით იყო დაფარული. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს, შესაძლოა, ქრისტეს ნამდვილი საფლავი ყოფილიყო.

"ასევე აღსანიშნავია, რომ წარწერები, რომლებიც "ბაღში მდებარე საფლავში" გვხვდება და ბერძნული ასოები, რომლებიც იქაა გამოყენებული, ქრისტეს აღდგომიდან 5 საუკუნის შემდეგი პერიოდით თარიღდება", - განაცხადა მეიერმა.

მისი თქმით, ამ საფლავში უფრო ადრინდელი ქრისტიანული სიმბოლოები აღმოჩენილი არ იქნა. შესაბამისად, ყველა სხვა ფაქტთან ერთად, ეს იძლევა საფუძველს, საბოლოოდ გაცხადდეს, რომ იესო ქრისტეს ნამდვილი საფლავი მაცხოვრის საფლავის ტაძარში მდებარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system