თავში

მოჩვენებითი სილამაზე - TikTok მომხმარებლებს მათი ნებართვის გარეშე "ალამაზებს"

მოჩვენებითი სილამაზე - TikTok მომხმარებლებს მათი ნება
მოჩვენებითი სილამაზე - TikTok მომხმარებლებს მათი ნებართვის გარეშე ალამაზებს

სოციალურ ქსელ TikTok-ზე ვიდეოს გადაღების დროს მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ აპლიკაცია  "გამალამაზებელ" ფილტრებს ნებართვის გარეშე ააქტიურებს. 

პროგრამა ავტომატურად ცვლის მომხმარებლის სახეს მისი ნებართვის გარეშე. ყოველივე ამან ინფლუენსერებისა და ბლოგერების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

"მიუღებელია, როდესაც აპლიკაცია შენგან ფარულად ფილტრებს იყენებს და შენს გარეგნობას ალამაზებს. Tik-Tok-ის ვიდეოებში სულ სხვანაირი ვჩანდი და სარკეში ჩახედვისას ჩემი თავი აღარ მომწონდა", - აცხადებს ერთ-ერთი ინფლუენსერი. 

სოციალური ქსელის მომხმარებლების განცხადებით, აპლიკაციის ვიდეო პარამეტრებში ჩატვირთულია სახის ტონალობის გამათანაბრებელი, თვალების დამაწვრილებელი, წამწამების დამგრძელებელი და ტუჩის ფერის შემცვლელი პარამეტრები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system