თავში

Moderna: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 94,1%-ით ეფექტურია

Moderna: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 94,1%-ით ეფექტურია
Moderna: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 94,1%-ით ეფექტურია

ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობამ პირველადი ანალიზის შედეგად 94,1%, დაავადების მძიმე შემთხვევებში კი 100% შეადგინა. კვლევების შედეგები კომპანიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian ავრცელებს.

ვაქცინის ცდებში 30 ათასზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. კორონავირუსით 196 ადამიანი დაინფიცირდა - ეს არის 185 მოხალისე, რომლებმაც პლაცებო მიიღეს და 11 ადამიანი, რომლებმაც ვაქცინა მიიღეს. ამრიგად, პრეპარატის ეფექტურობამ 94.1% შეადგინა.

Moderna-მ ასევე შეაფასა, თუ როგორ მუშაობს მისი ვაქცინა COVID-19 მძიმე შემთხვევებში. კვლევის მონაწილეთა შორის 30 ადამიანი კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადდა. ყველა იმ ჯგუფში იყო, რომელმაც პლაცებო მიიღო. იმ მოხალისეებს შორის, რომლებმაც ვაქცინა მიიღეს, COVID-19 მძიმედ არცერთი არ დაინფიცირდა.

"ეს კი ასეთ შემთხვევებში ვაქცინის 100-პროცენტიან ეფექტურობაზე მეტყველებს", - განაცხადეს კომპანიაში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ვაქცინის ეფექტურობა არ არის დამოკიდებული ასაკზე, რასასა და სქესზე. მათ შორის, ვინც პლაცებო მიიღო, კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

Moderna-მ ასევე განაცხადა, რომ ის აშშ-ში ვაქცინის გამოყენებისთვის განაცხადის შეტანას 30 ნოემბერს გეგმავს. ის აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) უნდა განიხილოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system