თავში

Moderna-მ ევროპაში COVID-19 ვაქცინის გაყიდვის ნებართვა ითხოვა

Moderna-მ ევროპაში COVID-19 ვაქცინის გაყიდვის ნებართვა ითხოვა
Moderna-მ ევროპაში COVID-19 ვაქცინის გაყიდვის ნებართვა ითხოვა

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna Inc კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაყიდვის ნებართვის მისაღებად ევროპის წამლის სააგენტოში (EMA) განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ უწყების ვებ-გვერდზე აღნიშნული.

EMA-ში განაცხადეს, რომ OVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირობითი მარკეტინგული ნებართვის გაცემის თხოვნა Moderna Biotech Spain, SL-სგან მიიღეს. ნებართვა მოითხოვს, რომ განმცხადებელმა კომპანიამ მიაწოდოს უწყებას კლინიკური მონაცემები, რომლებიც წამლის სარგებელს და რისკებს აჩვენებს.

სააგენტოს ხელმძღვანელობის თქმით, ვაქცინის შეფასება დაჩქარებული ტემპით ჩატარდება. გაყიდვის ნებართვის გაცემა, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში იყოს გაცემული, თუ მოწოდებული მონაცემები ვაქცინის ხარისხს, უსაფრთხოებას და ეფექტურობას აჩვენებს.

თუ ყველა ეს მაჩვენებელი ნორმაში იქნება, EMA სამეცნიერო კომიტეტი შეფასებას არაუგვიანეს 2021 წლის 12 იანვრისა გასცემს, თუმცა, ეს ვადები, შესაძლოა, შეიცვალოს.

ამასთან, Moderna-ს ინფორმაციით, მის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენების მიზნით საგანგებო ნებართვის მისაღებად განაცხადი აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაშიც შეიტანა.

ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობამ პირველადი ანალიზის შედეგად 94,1%, დაავადების მძიმე შემთხვევებში კი 100% შეადგინა.

შეგახსენებთ, დღესვე გერმანულმა კომპანიამ BioNTech და მისმა ამერიკულმა პარტნიორმა Pfizer–მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაციისთვის ევროპის წამლის სააგენტოში (EMA) განაცხადი შეიტანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system