თავში

მოძრაობა "დავუბრუნოთ ამერიკას დიდება" მხოლოდ ახლა იწყება - ტრამპი

მოძრაობა "დავუბრუნოთ ამერიკას დიდება" მხოლოდ ახლა იწყება - ტრამპი
მოძრაობა დავუბრუნოთ ამერიკას დიდება მხოლოდ ახლა იწყება - ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტის პროცესში დახმარებისათვის საკუთარ იურისტებს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ გამოცემა ABC News წერს. 

”ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჯადოქრების ნადირობის კიდევ ერთი უდიდესი ეტაპია. არცერთ პრეზიდენტს მსგავსი რამ არ გაუვლია და ეს გრძელდება იმიტომ, რომ ჩვენს ოპონენტებს არ შეუძლიათ დაივიწყონ ის 75 მილიონი ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ხმა მოგვცა”, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პატრიოტული მოძრაობა „დავუბრუნოთ ამერიკას დიდება“ მხოლოდ ახლა იწყებს მოქმედებას.

"ჩვენი ისტორიული, პატრიოტული და მშვენიერი მოძრაობა „დავუბრუნოთ ამერიკას დიდებამხოლოდ ახლა იწყება. მომდევნო თვეებში ბევრი რამე უნდა გაგიზიაროთ და მოუთმენლად ველი ჩვენს წარმოუდგენელ მოგზაურობას, რათა ერთად მივაღწიოთ ამერიკის სიდიადეს. წინ ბევრი სამუშაო გველის. ერთად ყველაფერს მივაღწევთ”, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. 

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის ორმა მესამედმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.

6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მომხრეების შეჭრის გამო, დონალდ ტრამპს ამბოხის წაქეზებაში სდებდნენ ბრალს.

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პერიოდში 13 იანვარს გამოუცხადა. დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. საკითხის დამტკიცების შემთხვევაში მას მომავალში ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system