თავში

მოგადიშოს აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა

​მოგადიშოს აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა
მოგადიშოს აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა. სასწრაფო რეაგირების სამსახურის განცხადებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ინფორმაციას AP ავრცელებს.

სასწრაფო დახმარების სამსახურის, Aamin-ის დამფუძნებელი აბდულქადირ ადანი აცხადებს, რომ "მოგადიშოში გარდაცვლილთა და დაშავებულთა გამო დამწუხრებულია".

ანასთან, უცნობია კონკრეტულად რამდენი ადამიანი დაიღუპა. 

სომალიში სამხედრო დაპირისპირება 1991 წლიდან გამწვავდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მოჰამედ სიად ბარე გადააყენეს და ქვეყანა საერთო ქაოსმა მოიცვა. 2008 წლიდან სომალი "ალ შაბააბის" რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებას ებრძვის, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული ხელისუფლების ჩამოგდებას და ძალაუფლების ხელში აღებას ცდილობს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system