თავში

მოგზაურობა სამუდამოდ შეიცვლება - Airbnb-ს დირექტორი

მოგზაურობა სამუდამოდ შეიცვლება - Airbnb-ს დირექტორი
მოგზაურობა სამუდამოდ შეიცვლება - Airbnb-ს დირექტორი

მოგზაურობა პანდემიის გამო სამუდამოდ შეიცვლება. ადამიანები საყოველთაოდ ცნობილ ტურისტულ ადგილებში ნაკლებად ივლიან და უპირატესობას პატარა ქალაქებს მიანიჭებენ, რადგან მათ დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრების მონახულების სურვილი ექნებათ. ამის შესახებ სახლების გაქირავების ონლაინ პლატფორმა Airbnb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ჩესკიმ განაცხადა.

ჩესკის პროგნოზით, ტრადიციული ტურიზმი და ბიზნეს მივლინებები საგრძნობლად შემცირდება. 

"მოგზაურები ისწრაფვიან იმისთვის, რომ დაიბრუნონ ის რაც წაართვეს. მათ ტაიმს სქვერის მონახულება აღარ სურთ, უნდათ რომ, თავიანთი მეგობრები და მათი ოჯახები მოინახულონ", - განაცხადა ჩესკიმ.

Airbnb-ის ბიზნესი საგრძნობლად დაზარალდა პანდემიის დასაწყისში. მოგება 2 თვეში 80%-ით შემცირდა, თუმცა საყოველთაო ლოქდაუნის შემსუბუქების შემდეგ მოგზაურები სასტუმროებზე მეტად სახლებს ქირაობდნენ, რამაც კომპანიის აქციების ფასი რეკორდულად გაზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system