თავში

მოქალაქეობის წინააღმდეგობრივ კანონპროექტს ინდოეთში აქციები მოჰყვა

​მოქალაქეობის წინააღმდეგობრივ კანონპროექტს ინდოეთში აქციები მოჰყვა
მოქალაქეობის წინააღმდეგობრივ კანონპროექტს ინდოეთში აქციები მოჰყვა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ქალაქ გუჰავატიში, დემონსტრანტების წინააღმდეგ, ათასობით სამხედროა მობილიზებული. მუსლიმური აღმსარებლობის გაბრაზებულმა დემონსტრანტებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს და ქუჩაში გამოვიდნენ, დაწვეს მანქანები და საბურავები. ისინი ასევე თავს დაესხნენ მმართველი ინდური პარტიის წევრების სახლებს. დემონსტრანტები მოქალაქეობასთან დაკავშირებით კანონში იმ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, არამუსლიმ პირებს მეზობელი ქვეყნებიდან ინდოეთის მოქალაქეობის მიღება გაუადვილდებათ.

კანონპროექტის თანახმად, ინდოეთის მოქალაქეობის მიღებას 6 რელიგიური მიმდინარეობის ადამიანები : ინდუსები, სიქხები, ქრისტიანები, ჯაიმანები, ფარსები და ბუდისტები შეძლებენ - იმიგრანტები, ვინც ინდოეთში პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე ჩავიდნენ. ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რელიგიურ ნიადაგზე შევიწროვებულ ადამიანებს თავშესაფარს მისცემს.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს გადაწვყვეტილება ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის შტატში იმიგრანტების მოზღვავებას გამოიწვევს, რასაც ადგილობრივ მუსლიმურ დიასპორასთან დაპირისპირება და მათი მარგინალიზაცია მოჰყვება, რაც, მათი აზრით, პრემიერ ნარენდრა მოდისა და მისი ნაციონალისტური ხელისუფლების მიზანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system