თავში

მოკლული ირანელი გენერლის, სულეიმანის ცხედარი მშობლიურ ქერმანში ჩაასვენეს - VIDEO

მოკლული ირანელი გენერლის, სულეიმანის ცხედარი მშობლიურ ქერმანში ]
მოკლული ირანელი გენერლის, სულეიმანის ცხედარი მშობლიურ ქერმანში ჩაასვენეს - VIDEO

ერაყში ამერიკის სამხედრო ოპერაციისას მოკლული ირანელი გენერლის, ქასემ სულეიმანის ცხედარი მშობლიურ ქერმანში ჩაასვენეს. მასშტაბური სამგლოვიარო ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ხალხი ანტიამერიკულ ლოზუნგებს სკანდირებდა. მრავალათასიანი სამგლოვიარო პროცესია გაიმართა თეირანშიც, სადაც ლოცვები სასულიერო ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ აღავლინა. ქასემ სულეიმანი, 80 წლის აიათოლას შემდეგ, ყველაზე გავლენიანი პირი იყო ირანში. იგი გასული კვირაში, ბაღდადის აეროპორტში, გამგზავრებისას მოკლეს.

როგორც ირანული მედია იუწყება, ქუჩაში მილიონობით მგლოვიარე გამოვიდა. ქასემის გლოვის ცერემონია მათ ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის დაკრძალვის ცერემონიას შეადარეს, როდესაც მთელი ქვეყნის ქუჩები მილიონობით ხალხით იყო სავსე.

ქასემ სულეიმანის მკვლელობას ირანის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მსოფლიო თანამეგობრობა შიშობს, რომ ამ ფაქტმა, შესაძლოა, ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს რეგიონში და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system