თავში

მოქმედებს თუ არა კორონავირუსი ტვინზე?

მოქმედებს თუ არა კორონავირუსი ტვინზე?
მოქმედებს თუ არა კორონავირუსი ტვინზე?

ყოველი მესამე პაციენტი, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, ნახევარი წლის შემდეგ ფსიქიკური, ან ნერვული აშლილობის პრობლემის წინაშე დგება. ამ დასკვნამდე ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ.

მასშტაბურმა კვლევებმა, რომელშიც 236 ათასი ადამიანი მონაწილეობდა აჩვენა, რომ კორონავირუსის გამოვლენიდან 6 თვეში პაციენტებს, დაახლოებით, 14 სახეობის ნერვული, ან ფსიქიკური პრობლემა განუვითარდათ. მათ შორის, პაციენტების 17%-ს შფოთვითი, 14 %-ს კი აფექტური დარღვევები გამოუვლინდათ. ამ პაციენტების 13 %-ს მსგავსი პრობლემები მანამდე არასოდეს ჰქონიათ და ეს დიაგნოზი პირველად დაუსვეს. 

ექიმების განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ტვინის ფუნქციის დარღვევები გაცილებით უფრო ხშრად აღენიშნებოდათ, ვიდრე მათ, ვინც გრიპი, ან სხვა რესპირატორული დაავადება გადაიტანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system