თავში

მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება
მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში 30 დღით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. ამის მიზეზი ენერგოკრიზისია, რომელმაც ქვეყანა მოიცვა.

მოლდოვის მიერ რუსულ „გაზპრომთან“ გაფორმებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა, ხოლო ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ გარდამავალ ეტაპზე მოლდოვას ბუნებრივი აირის საფასური 4-ჯერ გაუძვირდა. 

ამასთან, პრემიერ-მინისტრ გავრილიცას განცხადებით, მოლდოვის მთავრობა რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ ახალი შეთანხმების დასადებად მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამჟამად მოლდოვის გაზის ბაზარზე დაახლოებით 16 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის დეფიციტია.საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროებიდან შესაძენად კანონით გათვალისწინებული გარკვეული პროცედურების გვერდის ავლის საშუალებას მისცემს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system