თავში

მომავალ კვირას გიგანტური ასტეროიდი დედამიწას ჩაუვლის - PHOTO

მომავალ კვირას გიგანტური ასტეროიდი დედამიწას ჩაუვლის
მომავალ კვირას გიგანტური ასტეროიდი დედამიწას ჩაუვლის - PHOTO

ასტეროიდი, რომლის დიამეტრიც 2 კმ-ს აღწევს, მომავალ კვირას დედამიწას ჩაუვლის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ასტეროიდის სახელწოდებაა 52768 (1998 OR2) და ის პირველად 1998 წელს აღმოაჩინეს.

29 აპრილს იგი დედამიწას ყველაზე მეტად მოუახლოვდება. ასტეროიდსა და ჩვენ პლანეტას შორის მანძილი დაახლოებით 6,3 მილიონ კმ-მდე შემცირდება, თუმცა, ეს დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მანძილს 16-ჯერ აღმატება. ასტეროიდის სიჩქარე 30კმ/სთ-ს აღწევს. 

ასტეროიდი კლასიფიცირდება, როგორც პოტენციურად საშიში ობიექტი, რადგან იგი დედამიწის ორბიტიდან 5 მილიონი კმ-ის დაშორებით გაივლის. სპეციალისტები აცხადებენ, რომ კოსმოსური ობიექტის დედამიწაზე ჩამოვარდნის ალბათობა 50 000-დან 1-ს შეადგენს. თუმცა 2079 წელს, მასა და დედამიწას შორის მანძილი კიდევ 3,5-ჯერ შემცირდება. სწორედ ამიტომ, მისი შესწავლა აუცილებელია, რათა სამომავლოდ ჩვენი პლანეტა საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system