თავში

მომვლელმა 5 წლის გოგონას თირკმელი დაუთმო

​მომვლელმა 5 წლის გოგონას თირკმელი დაუთმო
მომვლელმა 5 წლის გოგონას თირკმელი დაუთმო

აშშ-ში, მისურის შტატში მომვლელმა 5 წლის გოგონას თირკმელი დაუთმო. ინფორმაციას ამის შესახებ რადიოსადგური WOKV ავრცელებს.

2019 წელს რობინ მაქსმა კეილისთან მუშაობა დაიწყო. ბავშვის დედა, დეზირე კიულეჯი ამბობს, რომ შვილი ფეხმძიმობის 26-ე კვირაში გაუჩნდა, მაშინ, როდესაც ფეხმძიმობა, როგორც წესი, 38 კვირას გრძელდება.

კეილიმ ინტენსიური ტერაპიის განყოფილებაში 160 დღე გაატარა.

ბავშვი ნაწილობრივ ბრმა იყო. მას სუსტი იმუნური სისტემა გქონდა, ღვიძლი კი ფუნქციონირებას წყვეტდა. ამის გამო კეილის დიალიზი ყოველ დღე ესაჭიროებოდა.

ამჟამად 5 წლის გოგონა სულ რაღაც 11 კილოგრამს იწონის.

"მე მინდოდა, რომ კეილის ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა და მას სკოლაში ევლო", - განაცხადა მისმა მომვლელმა მაქსმა.

ოპერაცია 3 თებერვალს ჩატარდა. ის 6 საათს გაგრძელდა.

"არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო მაქსს", - ამბობს ბავშვის დედა.

ოპერაციის შემდეგ კეილი თავს კარგად გრძნობს და ძალებს იკრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system