თავში

მონაცემთა დაცვის ევროპული კომიტეტი TikTok-ის შემოწმებას აპირებს

მონაცემთა დაცვის ევროპული კომიტეტი TikTok-ის შემოწმებას აპირებს
მონაცემთა დაცვის ევროპული კომიტეტი TikTok-ის შემოწმებას აპირებს

მონაცემთა დაცვის ევროპული კომიტეტი პოპულარული სოციალური ქსელის TikTok-ის შემოწმებას აპირებს. ამის შესახებ კომიტეტმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

”31-ე პლენარულ სხდომაზე, მონაცემთა დაცვის ევროპულმა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შექმნის  გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც კოორდინაციას გაუწევს და შეისწავლის ევროკავშირში არსებული TikTok– ის მუშაობას”,- აღნიშნულია კომიტეტის განცხადებაში. 

მანამდე კომიტეტს ევროპარლამენტის წევრმა თხოვნით მიმართა, რომელიც ამ სოციალური ქსელის მიერ ევროპელთა პირადი მონაცემების შეგროვებით იყო შეშფოთებული. 

გარდა ამისა, კომიტეტი შეისწავლის,  სახის ამოცნობის სისტემები ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესებს რამდენად შეესაბამება. 

TikTok პოპულარული სოციალური ქსელია, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ მოკლე მუსიკალური ვიდეორგოლები, აწარმოოთ პირდაპირი ტრანსლაციები და გაცვალოთ შეტყობინებები. ის  ჩინური კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system