თავში

მონების გათავისუფლების დღეს აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის ძეგლი გახსნეს

მონების გათავისუფლების დღეს აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის ძეგლი გახსნეს
მონების გათავისუფლების დღეს აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის ძეგლი გახსნეს

მონების გათავისუფლების ამერიკული დღისთვის ფედერალური დღესასწაულის სტატუსის მინიჭებისას, ნიუ-იორკში ჯორჯ ფლოიდის ორმეტრიანი მემორიალი გახსნეს

"ეს ძეგლი, ჯორჯ ფლოიდის სიმტკიცესა და ღირსებას განასახიერებს. იმედი მაქვს, ეს ჩვენს ამომრჩევლებს, აშშ-ის მოქალაქეებსა და უბრალო გამვლელებს უბიძგებს მეტი განათლებისა და წინსვლისკენ, რათა რაღაც შევცვალოთ. ეს ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივისცემაა - დღეს, მონების გათავისუფლების დღესა და ყოველ დღე, ამის შემდეგ," - განაცხადა ქალაქის საკრებულოს მრჩეველმა ფარა ლუისმა. 

შეგახსენებთ, აშშ-ში, მინეაპოლისში, გასული წლის 25 მაისს პოლიციამ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. რის შემდეგაც შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციები და არეულობები დაიწყო.

ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დააკავეს, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ჯორჯ ფლოიდის დაკავება პოლიციამ მაშინ განიზრახა, როდესაც ეჭვი გაუჩნდათ, რომ ფლოიდი ყალბი 20 დოლარიანის გასაღებას ცდილობდა 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system