თავში

მონღოლეთმა ჩინეთს 30000 ცხვარი აჩუქა - განახლებულია

მონღოლეთმა ჩინეთს 30000 ცხვარი აჩუქა
მონღოლეთმა ჩინეთს  30000 ცხვარი აჩუქა - განახლებულია

მონღოლეთის პრეზიდენტმაб ხალთმააგინ ბატულგამ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვედრისას ძღვნად 30000 ცხვარი მიართვა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ბატულგამ ქვეყნის მეთაურს სერტიფიკატი გადასცა, სადაც წერია, რომ მონღოლეთი, ჩინეთს, კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდაჭერის მიზნით, 30000 ცხვარს უძღვნის.

მონღოლეთის პრეზიდენტი ხალთმააგინ ბატულგა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მონღოლეთმა, ჩინეთთან საზღვარი, კორონავირუსის გავრცელების ფონზე, იანვრის ბოლოს ჩაკეტა. ოფიციალური ინფორმაცია, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system