თავში

მონღოლეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

​მონღოლეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
მონღოლეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
© Reuters

მონღოლეთის მეექვსე დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ყოფილი პრემიერ-მინისტრი უხნაა ხურელსუხი გახდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ხურელსუხმა, რომელიც იძულებული გახდა, წლის დასაწყისში საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაეტოვებინა, არჩევნებში ხმების დაახლოებით 68%-ი მოიპოვა.

ხურელსუხი მოქმედ პრეზიდენტს, ხალტმაა ბატულგას შეცვლის, რომელსაც კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების გამო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. შესწორებების თანახმად, ერთი ადამიანი პრეზიდენტად ორი ვადით ვერ იქნება არჩეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system