თავში

მონღოლეთში შავი ჭირის ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მონღოლეთში შავი ჭირის ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მონღოლეთში შავი ჭირის ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მონღოლეთში ბუბონური ე.წ. შავი ჭირის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Xinhua დაავადებების ეროვნული ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, გოგონამ ვირზაზუნას ხორცი შეჭამა და შავი ჭირით დაინფიცირდა. 

მიმდინარე წლის დასაწყისიდან  მონღოლეთში შავი ჭირის 22 სავარაუდო შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ექვსი ლაბორატორიულად დადასტურდა.  

ცნობისთვის, გასულ თვეს აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში შავი ჭირით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში ბუბონის ე.წ. შავი ჭირით გარდაცვლების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

ივლისის თვეში, მონღოლეთში შავი ჭირით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system