თავში

მონღოლეთში შავი ჭირით გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა

​მონღოლეთში შავი ჭირით გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა
მონღოლეთში შავი ჭირით გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა

მონღოლეთში შავი ჭირით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესხებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

ცნობილია, რომ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდია. ის საავადმყოფოში მიჰყავდათ, რა დროსაც გარდაიცვალა. მედია წერს, რომ რამდენიმე დღის წინ ვირზაზუნას ხორცი შეჭამა.

20 ადამიანი, რომელმაც კერძი მასთან ერთად მიირთვა, კარანტინში მოათავსეს.

2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მონღოლეთის დასავლეთ ნაწილში, ორ რაიონში კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც აქ შავი ჭირის აფეთქება დაფიქსირდა.

ამასთან, ჩინეთის ერთ-ერთ რეგიონში შავი ჭირის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში თვლიან, რომ შავი ჭირის აფეთქებები, რომლებიც ჩინეთსა და მონღოლეთში ფიქსირდება, საშიში არ არის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system