თავში

მონტენეგრომ კორონავირუსი დაამარცხა

მონტენეგრომ კორონავირუსი დაამარცხა
მონტენეგრომ კორონავირუსი დაამარცხა

მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა. ყველა ინფიცირებული გამოჯანმრთელდა და მოსახლეობაში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა აღარ ფიქსირდება.

„მონტენეგრო წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსს. ავადმყოფები აღარ არიან! ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებისთვის - ადამიანის სიცოცხლისთვის - დიდი ბრძოლის ეს ეტაპი წარმატებით დასრულდა“, დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

მილო ჯუკანოვიჩის თქმით ეს წარმატება ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სისტემის ეფექტური მუშაობის, ასევე მოქალაქეების მაღალი თვითშეგნების შედეგია.

მონტენეგროში კორონავირუსის 324 და გარდაცვალების 9 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, 69 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა აღარ გამოვლენილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system