თავში

მონცეფ სლაუი: აშშ ჩვეულ ცხოვრებას 2021 წლის მაისში დაუბრუნდება

მონცეფ სლაუი: აშშ ჩვეულ ცხოვრებას 2021 წლის მაისში დაუბრუნდება
მონცეფ სლაუი: აშშ ჩვეულ ცხოვრებას 2021 წლის მაისში დაუბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ვაქცინაციის პროგრამის მრჩეველმა მონცეფ სლაუიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩვეულ ცხოვრებას 2021 წლის მაისში დაუბრუნდება.

სლაუიმ, მთავრობის სამეცნიერო მრჩეველია, რომელიც ვაქცინების შემუშავებისა და განაწილების პროგრამას ხელმძღვანელობს.

მისი განცხადებით, თუ ვაქცინაციის განაწილება და იმუნიზაციის გეგმა კარგად ჩაივლის, 2021 წლის მაისში ამერიკელების საკმარისი რაოდენობა იქნება აცრილი საიმისოდ, რომ ქვეყანა ნორმალურ პირობებს დაუბრუნდეს.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას ვაქცინის რეგისტრაციის მოთხოვნით უკვე მიმართა Pfizer-მა. მარეგულირებელი ორგანო პრეპარატის რეგისტრაციის საკითხს 10 დეკემბერს განიხილავს.

ცნობისთვის, აშშ-ს მთავრობა დეკემბრის ბოლომდე 20 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system