თავში

ევროსაბჭო ბელარუსს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებას სთხოვს 

ევროსაბჭო ბელარუსს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებას სთხოვს 
ევროსაბჭო ბელარუსს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებას სთხოვს 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მთავარი მომხსენებელი ტიტუს კორლატეანი ბელარუსისგან სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს.

„ოქტომბრის ბოლოს ქალაქ ბრესტის საოლქო სასამართლომ 8 თვის ჩვილის მკვლელს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერდიქტი საბოლოო არაა, ის შემაშფოთებელია, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ბელარუსის სასამართლო სისტემა აგრძელებს სიკვდილით დასჯის გამოყენებას. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას სასწრაფოდ დააწესოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. ეს ევროპის საბჭოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა,”-აღნიშნულია კორლატეანის განცხადებაში.

ტიტუს კორლატეანის განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system