თავში

მორგში ბალზამირებისთვის გადაყვანილი მამაკაცი გონს მოვიდა

მორგში ბალზამირებისთვის გადაყვანილი მამაკაცი გონს მოვიდა
მორგში ბალზამირებისთვის გადაყვანილი მამაკაცი გონს მოვიდა

კენიაში მამაკაცი მორგში ბალზამირებისთვის მზადების დროს გონს მოვიდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Standart იუწყება.

გამოცემის ცნობით, პიტერ კიგენმა საკუთარ სახლში გონება დაკარგა. ოჯახმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა. რამდენიმე საათის შემდეგ ნათესავებს უთხრეს, რომ ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

მეორეს მხრივ, საავადმყოფოს ზედამხედველის, გირბერტ ჩერუიოტის განცხადებით, ნათესავებმა პაციენტი მორგში საკუთარი ნებით გადაიყვანეს, მანამ, სანამ სამედიცინო პერსონალისგან ნებართვას მიიღებდნენ.

მორგის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ბალზამირებისთვის მზადების დროს ცხედრის მოძრაობა შენიშნეს. ამის შემდეგ მამაკაცი პალატაში გადაიყვანეს. .

პიტერ კიგენი რამდენიმე დღეში გონს მოვიდა. მისი განცხადებით ის შოკირებული იყო, როდესაც შეიტყო, რომ გარდაცვლილად გამოაცხადეს და ბალზამირებისთვის მორგშიც კი გაგზავნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system