თავში

მორგში გონს მოსულ პაციენტს გაშვებაზე უარი უთხრეს

​მორგში გონს მოსულ პაციენტს გაშვებაზე უარი უთხრეს
მორგში გონს მოსულ პაციენტს გაშვებაზე უარი უთხრეს

კოლუმბიის ქალაქ სინსელეხოში ცოცხალი პაციენტი მკვდრად გამოაცხადეს, მორგში გაუშვეს და უარი უთხრეს გაშვებაზე, როდესაც ის გონს მოვიდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mirror წერს.

67 წლის ხუან ხოსე მუნოს რომერო საავადმყოფოში მაღალი წნევით შეიყვანეს. რამდენიმე საათში მის ნათესავებს გამოუცხადეს, რომ ის გარდაიცვალა, თუმცა ცხედარი არ აჩვენეს და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მიღებული შეზღუდვები მოიმიზეზეს.

"გარდაცვლილი" მამაკაცის შვილს არ სჯეროდა, რომ მამა გარდაიცვალა. ის მორგში შეიპარა და აღმოაჩინა, რომ ის ცოცხალია და გონზეა.

ქალი მედიკოსებთან მივარდა, თუმცა ისინი კვლავ ამტკიცებდნენ, რომ მამამისი გარდაიცვალა, მამის სიცოცხლის ნიშნები კი სიკვდილის შემდგომი ფიზიოლოგიური რეაქციები იყო, რაც მედიცინაში ხშირი მოვლენაა.

ქალი ამას ისევ არ იჯერებდა და საბოლოოდ, ჩხუბისა და სკანდალის შემდეგ, მიაღწია იმას, რომ მისი მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახლა მამაკაცი მკურნალობის კურსს გადის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system