თავში

მორიგი პანდემია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს - G-20-ის ექსპერტი

მორიგი პანდემია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს - G-20-ის ექსპერტი
მორიგი პანდემია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს - G-20-ის ექსპერტი

"შემდეგი გლობალური პანდემია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს. მსოფლიომ ამისათვის მზადება ახლავე უნდა დაიწყოს", - ამის შესახებ სინგაპურის უფროსმა მინისტრმა, თარმან შანმუგურატნამ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

თარმან შანმუგურატნა G-20-ის გლობალური საექსპერტო ჯგუფის თანათავმჯდომარეა. მან გასულ კვირას გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც მომავალი ეპიდემიებისა და მათზე სწრაფად რეაგირების ზომებია განხილული.

ეს ღონისძიებები მოიცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის "უკეთეს და საიმედო დაფინანსებას".

”ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დაველოდოთ COVID-ის დასრულებას, რადგან შემდეგი პანდემია შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს”, - განაცხადა  G-20-ის ექსპერტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system