თავში

მოსალოდნელია, თუ არა, ახალი წლის შემდეგ COVID-ის ახალი ტალღა?

მოსალოდნელია, თუ არა, ახალი წლის შემდეგ COVID-ის ახალი ტალღა?
მოსალოდნელია, თუ არა, ახალი წლის შემდეგ COVID-ის ახალი ტალღა?

დიდი ბრიტანეთში სპეციალისტები შიშობენ, რომ საშობაოდ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება პანდემიის მესამე ტალღას და ინფიცირებისა და გარდაცვალების დამატებით შემთხვევებს გამოიწვევს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საშობაოდ, 23 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, ოჯახის წევრებს, გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ შეეძლებათ შობის ერთად აღნიშვნა. ასევე დაშვებულია ერთმანეთის გვერდით მდებარე სამი სახლის მცხოვრებლების ერთმანეთთან სტუმრობა. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებენ მედიკოსები. ისინი, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში, სხვადასხვა გარემოდან მისული ადამიანების დიდ თავყრილობებს დახურულ სივრცეში დაუშვებლად მიიჩნევენ.

ექიმების თქმით, ეს პანდემიის ახალ აფეთქებას და შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემის უკიდურესად გადატვირთვას გამოიწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system