თავში

მოსკოვი, ერევანი და ბაქო სომხეთის გავლით რკინიგზის მშენებლობას განიხილავენ

​მოსკოვი, ერევანი და ბაქო სომხეთის გავლით რკინიგზის მშენებლობას
მოსკოვი, ერევანი და ბაქო სომხეთის გავლით რკინიგზის მშენებლობას განიხილავენ

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერები 27 იანვარს მოსკოვში შეხვედრას გამართავენ, რომლის ფარგლებში სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობა იქნება განხილული.

გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანს შეხვედრაზე შაჰინ მუსტაფაევი წარადგენს.

შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ, რა ობიექტების მშენებლობა ან აღდგენა იქნება საჭირო იმისთვის, რომ რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგეს. განსაკუთრებული ყურადღება სომხეთის ტერიტორიის გავლით რკინიგზის მშენებლობას დაეთმობა, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან, ასევე რუსეთს სომხეთთან დააკავშირებს.

ბაქო ამ მონაკვეთის გასწვრივ საავტომობილო გზის მშენებლობასაც ითხოვს.

აზერბაიჯანში გზის ნაწილის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

ამასთან პრემიერები ნახიჩევანის გავლით რკინიგზით სომხეთისა და ირანის დაკავშირების შესაძლებლობასაც განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system