თავში

მოსკოვი გმობს, რომ აშშ-მ რუსეთის მოქალაქეებს "უსახლკარო ეროვნების" კატეგორია მიანიჭა

მოსკოვი გმობს, რომ აშშ-მ რუსეთის მოქალაქეებს "უსახლკარო ეროვნების"
მოსკოვი გმობს, რომ აშშ-მ რუსეთის მოქალაქეებს უსახლკარო ეროვნების კატეგორია მიანიჭა

მოსკოვი უკმაყოფილოა და გმობს აშშ-ის გადაწყვეტილებას, რომლითაც, რუსეთის მოქალაქეებს ამერიკული არასაემიგრაციო ვიზის მიღება, პოლონეთში, "უსახლკარო ეროვნების" პირების სტატუსით შეეძლებათ.  

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი "უსახლკარო ერების" კატეგორიაში შეიყვანა.

რუსეთის მოქალაქეებს, შტატებში გასამგზავრებელი ვიზისთვის პოლონეთში მოუწევთ ჩასვლა. 

ასეთ სტატუსს ამერიკის ხელისუფლება ანიჭებს ადამიანებს იმ ქვეყნებიდან, სადაც შეერთებულ შტატებს არ გააჩნია საკუთარი საკონსულო წარმომადგენლობა, ან მათ, სადაც შექმნილია არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა, რის გამოც აშშ-ის დიპლომატებს არ შეუძლიათ თავისი ფუნქციის შესრულება.

რუსეთის გვერდით, სიაში მოხვდნენ : კუბა, ირანი, ლიბია, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა და იემენი.

ეს ყველაფერი კი იმით არის გამოწვეული, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთმა აშშ "არამეგობრული ქვეყნების" სიაში შეიყვანა და ამერიკის საკონსულოების მუშაობა შეზღუდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system