თავში

მოსკოვის ჰოსპიტალებში COVID-19-იანი საწოლების დეფიციტია

მოსკოვის ჰოსპიტალებში COVID-19-იანი საწოლების დეფიციტია
მოსკოვის ჰოსპიტალებში COVID-19-იანი საწოლების დეფიციტია

მოსკოვის საქალაქო ხელისუფლება შიშობს, რომ უახლოეს 2-3 კვირაში დედაქალაქში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის, შესაძლოა, საკმარისი რაოდენობის საწოლები აღარ იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მოსკოვში საავადმყოფოების დაჩქარებული წესით გადაწყობა მიმდინარეობს, ისე, რომ იქ კორონავირუსით დაინფიცირებულთა მკურნალობა შესაძლებელი იყოს. საავადმყოფოებში დამატებით ათასობით საწოლი მოამზადეს. Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო მომდევნო 10 დღის განმავლობაში მოსკოვში კიდევ დამატებით 24 საავადმყოფოს გადაწყობას გეგმას, სადაც დაახლოებით 21000 საწოლი იქნება გამზადებული. მიუხედავად ამისა, ვირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში შიშობენ, რომ ეს საკმარისი არ იქნება და დამატებითი რესურსის მოძიება იქნება საჭირო.

რუსეთში კორონავირუსით 170 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირების 21102 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 13002 - მოსკოვზე მოდის. 1489 ადამიანს კორონავირუსი მოსკოვში ბოლო 24 საათში დაუდგინდა.

მოსკოვის სათათბიროს ჯანდაცვის კომიტეტის წევრის, სერგეი სავოსტიანოვის თქმით, თუ დაინფიცირებულთა რიცხვი დღეში 1500-2000-მდე გაიზრდება, ეს მოსკოვისთვის კრიტიკული და ფაქტობრივად, კატასტროფული იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system