თავში

მოსკოვის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

​მოსკოვის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
მოსკოვის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

მოსკოვის პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა სერგეი პლახიხმა, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. როგორც გაირკვა, განცხადება ჯერ კიდევ 3 კვირის წინ იყო დაწერილი, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. გადადგომის მიზეზად ოჯახური მდგომარეობაა მითითებული თუმცა, რუსული მედიის ნაწილი ვარაუდობს, რომ პლახიხის გადადგომა, გასული წლის ზაფხულში, ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის დაკავებისა და საქმის გამოძიების გახმაურებულ ფაქტს უკავშირდება.

57 წლის პლახიხიის გადადგომასთან ერთად ცვლილებები მოსკოვის საოლქო პოლიციის განყოფილებაშიც იგეგმება.

რუსი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 2019 წლის 6 ივნისს დააკავეს. გამოძიება აცხადებდა, რომ მის ზურგჩანთაში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს, თავად გოლუნოვი კი ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკი მას ჩაუდეს. 11 ივნისს გოლუნოვს ბრალი მოუხნეს და გაათავისუფლეს.

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს გოლუნოვმა, უკანონო დაკავების გამო, პროკურატურისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. მოსკოვის დასავლეთ ადმინისტრაციული ოლქის პროკურატურამ ჟურნალისტს ბოდიში ოფიციალურად 5 თებერვალს მოუხადა.

გოლუნოვისთვის ნარკოტიკების ჩადების საქმეზე იანვარში დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს 5 თანამშრომელი დააკავეს. პირები, რომლებიც, თანამდებობრივად, ნარკოვაჭრობის საქმეს მეთვალყურეობდნენ, ნარკოტიკების უკანონოდ შენახვის, უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების გაყალბების ბრალდებით დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system