თავში

მოსკოვის ცირკში დათვმა მამაკაცი დაგლიჯა

მოსკოვის ცირკში დათვმა მამაკაცი დაგლიჯა
მოსკოვის ცირკში დათვმა მამაკაცი დაგლიჯა

რუსეთში, მოსკოვის სახელმწიფო ცირკში, 28 წლის ვალერი ბულიჩი დათვმა გალიაში დაგლიჯა. ამის შესახებ Mirror წერს.

7 წლის ყავისფერმა დათვმა ცირკში მომუშავე ახალგაზრდა მამაკაცს სკალპი მოაცალა და მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მისი კოლეგები დათვისგან გათავისუფლებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

"ცირკის მუშაკები მსხვერპლის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ", - განაცხადეს ცირკში.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მრავლობითი სასიკვდილო დაზიანებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოსკოვის ცირკში აცხადებენ, რომ მამაკაცმა უსაფრთხოების წესები დაარღვია, რადგან დასვენების დღეს დათვის გალიაში შევიდა.

სამართალდამცავი ორგანოების აზრით, მამაკაცმა განზრახ დაარღვია უსაფრთხოების ყველა წესი, ამიტომ ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა იყო მისი მოტივი.

რუსეთში ცხოველთა უფლებების დამცველებმა შეშფოთება გამოხატეს ცირკის ცხოველებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო. მათ განაცხადეს, რომ ცხოველების მოთვინიერება საშინელი სისასტიკით ხორციელდება.

"ცირკში ცხოველების მონაწილეობა აკრძალული უნდა იყოს, რადგან მათი გაწვრთნა სისასტიკით და ძალადობით მიმდინარეობს", - განაცხადა ცხოველთა დამცველმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system