თავში

მოსკოვმა, შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებებზე "ფეიკები" გაავრცელოს - თეთრი სახლი

​მოსკოვმა, შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებებზე "ფეიკები" გაავრცელოს - თე
მოსკოვმა, შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებებზე ფეიკები გაავრცელოს - თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება იმისთვის, რომ რუსულმა მხარემ, შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელოს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

"რამდენიმე რამეს აღვნიშნავ... ჩვენ ვემზადებით შესაძლებლობისთვის და ალბათობისთვის, უნდა ვთქვა, რომ არავის უნდა გაუკვირდეს, თუ რუსეთი გაავრცელებს დეზინფორმაციას იმ ვალდებულებების შესახებ, რომლებიც არ იყო. ან კიდევ უფრო შორს წავა და შემდგომი დესტაბილიზაციის მიზეზით რაღაცაც მოიფიქრებს. ჩვენ ვაგრძელებთ ყველას მოწოდებას, არ აყვნენ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებს“, - განაცხადა პსაკიმ.

ცნობისთვის ორშაბათს ჟენევაში ამერიკისა და რუსეთის ოფიციალურმა დელეგაციამ ერთდღიანი შეხვედრა დაასრულა, რომელიც მიზნად ევროპაში დაძაბულობის შემცირების გზების დიპლომატიური ძიებას ისახავდა. ამერიკულმა დელეგაციამ უარყო NATO-ს ღია კარის პოლიტიკის შეზღუდვის ნებისმიერი შესაძლებლობა სხვა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system