თავში

მოსკოვში 9 მაისის აღლუმი გადაიდება

მოსკოვში 9 მაისის აღლუმი გადაიდება
მოსკოვში 9 მაისის აღლუმი გადაიდება

კრემლში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი 9 მაისის აღლუმის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას РБК ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ოფიციალური ინფორმაცია აღლუმის გადადებასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე გამოცხადდება. საგანგებო განცხადებას პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააკეთებს. გადაწყვეტილება, შესაძლოა, 16 აპრილის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გახმაურდეს.

ჯერჯერობით უცნობია 9 მაისის ნაცვლად რა თარიღი იქნება დასახელებული. იმედოვნებენ, რომ მისი ჩატარება შესაძლებელი ივნისში იქნება, თუმცა, კრემლთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ზუსტი თარიღის დასახელება ჯერ ვერ ხერხდება.

რუსეთში კორონავირუსის გავრცელების 24490 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 198 ადამიანი. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system