თავში

მოსკოვში ახალშობილი მშობლებს სადარბაზოსთან დარჩათ

​მოსკოვში ახალშობილი მშობლებს სადარბაზოსთან დარჩათ
მოსკოვში ახალშობილი მშობლებს სადარბაზოსთან დარჩათ

მოსკოვში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან ახალშობილი აღმოაჩინეს. ის ეტლში იწვა და ტიროდა. ამის შესახებ ქვეყნის შსს-ში განაცხადეს. პოლიცია თვითმხილველმა გამოიძახა.

გამოძიების ინფორმაციით, ბავშვის 26 წლის დედა ბინას ქირაობდა და გამომძიებლების მისვლის მომენტში იქ თავის 3 წლის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა. ქალმა განაცხადა, რომ წინა საღამოს ის და ბავშვის მამა სადარბაზოსთან, ეზოში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ. ქალმა სახლში ასვლა გადაწყვიტა, მამამ კი ახალშობილთან კიდევ ცოტა ხნით გასეირნების სურვილი შესთავაზა.

მამაკაცი სახლში აღარ დაბრუნებულა, ბავშვი კი დილით მეზობელმა იპოვა.

ამჟამად პოლიცია ახალშობილის მამის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.

ბავშვის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება და მას ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება. დედის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეა აღძრული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system