თავში

მოსწავლეების ქცევაზე წახალისება უკეთესად მოქმედებს, ვიდრე დასჯა

მოსწავლეების ქცევაზე წახალისება უკეთესად მოქმედებს, ვიდრე დასჯა
მოსწავლეების ქცევაზე წახალისება უკეთესად მოქმედებს, ვიდრე დასჯა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოზარდების შექება და წახალისება, კლასში მათი ქცევის გასაუმჯობესებლად, ყველაზე საუკეთესო გზაა. დადებითი გზავნილი ბავშვზე გაცილებით უკეთესად მოქმედებს, ვიდრე დასჯა. კვლევას გამოცემა Educational Psychology -ი აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, მოსწავლეები სწავლაზე უფრო მეტად ორიენტირებულები და კონცენტრირებულები ხდებიან, თუ მათ ურჩევენ, რეკომენდაციას აძლევენ და არა უბრძანებენ.

ბრიტანეთში დღესაც კამათობენ იმის შესახებ, თუ როგორ გააუმჯობესონ მოსწავლეების ყოფა-ქცევა სკოლებში.

მასწავლებელთა ნაწილი „ნულოვანი ტოლერანტობის“ წინააღმდეგობრივ პოლიტიკას სკოლებში აკრიტიკებს, რომელიც მკაცრ მიდგომებსა და დისციპლინას ემყარება. ისინი მიიჩნევენ, ეს არაადამიანური მიდგომაა, რაც მოზარდს ზიანს აყენებს. სკოლების ხელმძღვანელთა ნაწილი კი, მიიჩნევს, რომ ეს მკაცრი მიდგომა ამცირებს სკოლებში ჩაგვრას, აუმჯობესებს სწავლის ხარისხსა და დისციპლინას.

კვლევაში აშშ-ის 3 შტატის 2500 მოსწავლე მონაწილეობდა. სკოლების ნაწილი დისციპლინის დამყარების ტრადიციულ, მკაცრ მეთოდებს მიმართავდა. მეორე ნაწილი კი მოსწავლეთა წახალისების თანამედროვე მეთოდით ხელმძღვანელობდა. ნოვატორული პოლიტიკა მოზარდებისთვის სოციალური სიახლეების გაცნობასა და შემდეგ, კლასში ამ სიახლეები დემონსტრირებას გულისხმობდა. კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები, რომლებსაც პედაგოგები აქებდნენ და წაახალისებდნენ, 20-30%-ით მეტ დროს უთმობდნენ სწავლას, ვიდრე ისინი, ვინც მასწავლებლების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ობიექტები იყვნენ.

"შექება უკუკავშირია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, რაც მათ იმის გარკვევაში ეხმარება, თუ როგორ ქცევას ელოდებიან მისგან და რას აფასებენ ყველაზე მეტად პედაგოგები. ეს კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მოსწავლეებში თვითშეფასებისა და საკუთარი თავის რწმენის ჩამოყალიბების პროცესში", - აცხადებენ კვლევის ავტორები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system