თავში

მოსულის ნანგრევებში 1,6 მილიონი და ოქრო აღმოაჩინეს

​მოსულის ნანგრევებში 1,6 მილიონი და ოქრო აღმოაჩინეს
მოსულის ნანგრევებში 1,6 მილიონი და ოქრო აღმოაჩინეს

ერაყელმა ძალოვანებმა ქალაქ მოსულში, ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში, 1,6 მილიონი დოლარი, კილოგრამობით ვერცხლი და ოქროს მონეტები იპოვეს. ინფორმაციას  Shafaq News ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მთელი ეს ქონება ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს ეკუთვნოდათ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ქალაქს აკონტროლებდნენ. ტერორისტების ეგრეთ წოდებული ბანკის სამალავზე სამართალდამცავები წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით გავიდნენ. ფული და სიმდიდრე რადიკალებმა ადგილობრივ მოსახლეობის ძარცვით დააგროვეს.

სამალავში 1,59 მილიონი დოლარი, 17,5 მილონი ერაყული დინარი (12 000$), ნახევარი კილოგრამის ოქროს მონეტები, 17,5 კილოგრამი ვერცხლის ფილები და სხვა, ჯერ დაუდგენელი მეტალები.

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები 2014 ერაყის თითქმის მესამედს აკონტროლებდნენ. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული მათ იმავე წლის ზაფხულში აიღეს "ხალიფატის" დედაქალაქად გამოაცხადეს. დაჯგუფების წევრები ძარცვავდნენ ბანკებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს. დაპყრობილ ტეროტირებზე მათ მოსახლეობას გადასახადები და ბეგარა დაუწესეს.

2017 წლის ზაფხულში მოსულში ორი მასშტაბური სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 5000 თავმოჭრილი ადამიანის ნეშტი იყო მოთავსებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system