თავში

მოთამაშეებმა Cyberpunk 2077-ში ჰიდეო კოჯიმა იპოვეს

მოთამაშეებმა Cyberpunk 2077-ში ჰიდეო კოჯიმა იპოვეს
მოთამაშეებმა Cyberpunk 2077-ში ჰიდეო კოჯიმა იპოვეს

თამაშ Cyberpunk 2077-ში გეიმდიზაინერ ჰიდეო კოჯიმას "კამეო" აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Gameinformer ავრცელებს.

გეიმდიზაინერი მოთამაშეებმა შემთხვევით იპოვეს. მას არანაირი დავალება არ აქვს. ის სასტუმრო "Konpecki Plaza-ში" იმყოფება, რომელშიც მოთამაშე ქვესტ "ძარცვის" ფარგლებში ხვდება.

ჰიდეო კოჯიმას თამაშის ვერსია იაპონურ ენაზე თამაშის ბანალურ ნაბიჯებს განიხილავს და საუბრობს კვლევაზე, რომელიც გრძნობების სრული სპექტრის ხელში ჩაგდებას ისახავს მიზნად.

თამაშში კოჯიმას Oshima დაარქვეს, მაგრამ გარეგნობა და ტანსაცმელი ჰიდეო კოჯიმას 3D მოდელს სრულად შეესაბამება. ამ მოდელით 2020 წლის ივლისში Cyberpunk 2077-ის შემქმნელებმა გეიმდიზაინერს ცნობილი თამაშის, Death Stranding-ის გადავადება მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ ჰიდეო კოჯიმა ცნობილი იაპონელი გეიმდიზაინერია, რომელმაც კომპიუტერულ თამაშებზე დიდი გავლენა მოახდინა. მისი ხელი ურევია თამაშების სერიაში Metal Gear, Snatcher, Castlevania და ა.შ. ბოლო თამაში, რომელიც კოჯიმას ხელმძღვანელობით გამოვიდა, "Death Stranding" იყო, რომლის მოვლენებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში პოსტპოკალიპტურ მომავალში ვითარდება. თამაშმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system