თავში

მოთხილამურეს საბაგიროს სავარძელზე ქურთუკი გაეჭედა და გაიგუდა

მოთხილამურეს საბაგიროს სავარძელზე ქურთუკი გაეჭედა და გაიგუდა
მოთხილამურეს საბაგიროს სავარძელზე ქურთუკი გაეჭედა და გაიგუდა

კოლორადოში, სათხილამურო კურორტ ვაილზე 46 წლის ნიუჯერსელი მოთხილამურე ჯეისონ ვარნიში გარდაიცვალა. ის საბაგიროთი გადაადგილდებოდა, როდესაც ქურთუკი სკამის ნაწილს გამოედო და მსხვერპლს კისერზე ისე მოუჭირა, რომ მან სუნთქვა ვეღარ შეძლო. 

ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც საბაგიროს მგზავრმა სავარძელი გახსნა და ამ დროს ქურთუკის ნაწილი მასში მოჰყვა და კისერზე მჭიდროდ შემოეხვია. სავარძლის მოაჯირი ჰაერში აწეული დარჩა, მგზავრი კი სავარძელზე იჯდა და ქურთუკის გახსნას ცდილობდა. ამის შესახებ საბაგიროს სადგურის თანამშრომელმა განაცხადა. მისი გარდაცვალება ასფიქსიამ გამოიწვია. 

ინციდენტზე სწრაფი რეაგირება ადგილობრივმა სამთო პატრულმა მოახდინა და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. სტუმარი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მისი გარდაცვალება დადასტურდა. 

ვალის მთის კურორტის ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: "ჩვენ სერიოზულად ვიღებთ ყველა ინციდენტს და ვატარებთ სრულ გამოძიებას. საბაგირო საფუძვლიანად შემოწმდა და ნორმალურად მუშაობს. "Vail Mountain" და მთელი "Vail Resorts ოჯახი" გულწრფელ თანაგრძნობას გამოთქვამს და სტუმრის ოჯახსა და მეგობრებს მხარდაჭერას უცხადებ".

"ამ ტერიტორიაზე გარდაცვალების შემთხვევები ხშირია. ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ორი მამაკაცი თოვლში ჩაიმარხა და გარდაიცვალა. ხელისუფლების წევრები ზვავებთან გამკლავების საკითხებს განიხილავენ", - განაცხადა ოლქის შერიფმა. ჯეიმს ვან ბიქმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system