თავში

მოზარდების ვაქცინაციისთვის ერთი დოზაც საკმარისია - მეცნიერები

​მოზარდების ვაქცინაციისთვის ერთი დოზაც საკმარისია - მეცნიერები
მოზარდების ვაქცინაციისთვის ერთი დოზაც საკმარისია - მეცნიერები

12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია, შესაძლოა, წარმატებით COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის მხოლოდ ერთი დოზითაც წარიმართოს. ამის შესახებ თელ-ავივის უნივერსიტეტისა და ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Jerusalem Post ავრცელებს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოზარდების ვაქცინაციის შემთხვევაში, პრეპარატის მეორე დოზა ორგანიზმის იმუნოგენობას, პრაქტიკულად, არ ზრდის.

ამასთან, მეცნიერების თქმით, ზოგიერთ მოზარდში მეორე დოზა გართულებების რისკს ზრდის.

შეგახსენებთ, 7 ივნისს ისრაელში 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system