თავში

მოზარდი, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა, ახალ კატასტროფაზე საუბრობს - VIDEO

მოზარდი, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა, ახალ კატასტროფაზე საუ
მოზარდი, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა, ახალ კატასტროფაზე საუბრობს - VIDEO

ინდოელი ახალგაზრდა ასტროლოგი აბიგია ანანდი, რომელმაც 2019 წლის ზაფხულში კორონავირუსის პანდემია იწინასწარმეტყველა, ახალ გლობალურ გამოწვევაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს უახლოეს თვეებში მოხდება.

ახლა 14 წლის მოზარდის სიტყვებს მეტი ყურადღებით ეპყრობიან.

შარშან YоuTube-ში მან ვიდეო გამოაქვეყნა. მართალია, ის უშუალოდ კორონავირუსის ინფექციას არ ასახელებდა, თუმცა აცხადებდა, რომ 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში მთელ მსოფლიოს დიდი განსაცდელი ელოდა. ამასთან, ის ადამიანთა შორის დისტანციაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ საფრთხე მაისში შემცირდება, როდესაც ადამიანები მასზე კონტროლს დაამყარებდნენ. მოზარდი მაშინ აცხადებდა, რომ ძალიან დაზარალდებოდა ჩინეთი და მისი ეკონომიკა.

ახლა, ახალ ვიდეოში, აბიგია ანანდი ამბობს, რომ მსოფლიოს კიდევ ერთი კატასტროფა ელოდება. ის გაცილებით უფრო მძიმე იქნება, ვიდრე კორონავირუსი. მოზარდი ისევ არ აკონკრეტებს, რა მოხდება, თუმცა ასახელებს თარიღს - 20 დეკემბრამდე. მისი თქმით, ეს 2021 წლის მარტამდე მთელ მსოფლიოზე მოახდენს გავლენას.

ამასთან, ვიდეო თავად ანანდის გვერდიდან მალევე წაიშალა, თუმცა მომხმარებლებმა მისი გადმოქაჩვა და თავიდან ატვირთვა მოასწრეს.

ამასთან, სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ეს უბრალოდ საბავშვო გართობაა და მისი "წინასწარმეტყველება" უბრალო დამთხვევაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system