თავში

მრავალჯერ მუტირებული შტამი ახალ ზელანდიაშიც დაფიქსირდა

​მრავალჯერ მუტირებული შტამი ახალ ზელანდიაშიც დაფიქსირდა
მრავალჯერ მუტირებული შტამი ახალ ზელანდიაშიც დაფიქსირდა

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ივნისის ბოლოს ქვეყანაში კორონავირუსის С. 1.2 შტამი დაფიქსირდა, რომელიც მრავალი მუტაციით ხასიათდება. ის გამოუვლინდა მამაკაცს, რომელიც უცხოეთიდან ჩამოვიდა. ინფორმაციას The New Zealand Herald ავრცელებს.

ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ მამაკაცი ჩამოსვლისთანავე იზოლირებული იყო, რამაც ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.

"ჯანდაცვის სამინისტრო ზედმიწევნით აკონტროლებს კორონავირუსის ყველა შტამს, რომელიც შეშფოთებას იწვევს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ყველა დადებით ნიმუშში ვირუსის გენომის თანმიმდევრობას ვიკვლევთ", - აღნიშნეს უწყების პრესსამსახურში.

ცნობისთვის, 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სპეციალისტებმა გამოავლინეს კორონავირუსის ახალი შტამი С. 1.2, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობის მუტაციით ხასიათდება.

გავრცელებული ინფორმაციით, შტამი С. 1.2 უკვე დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ახალ ზელანდიაში, დიდი ბრიტანეთში, პორტუგალიაში, შვეიცარიასა და მავრიკიში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system