თავში

mRNA-ტექნოლოგიაზე მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინას შექმნიან

​mRNA-ტექნოლოგიაზე მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინას შექმნიან
mRNA-ტექნოლოგიაზე მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინას შექმნიან

ევროკომისია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და წამყვანი ფარმაცევტულ კომპანიები ახალ ინიციატივას იწყებენ, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ტექნოლოგიების საფუძველზე მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნას ითვალისწინებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯანმო-ს ეგიდით ჩატარებული ვირტუალური კონფერენციის მონაწილეებისთვის ჩაწერილი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

”ჩვენ სამედიცინო მეცნიერებაში mRNA–ს რევოლუციის მოწმეები ვართ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ mRNA ტექნოლოგიის სიმძლავრე დავინახეთ, რომლის პიონერები იყვნენ BioNTech და სხვები. ჩვენ ახალი ვაქცინების შემუშავების დრო 10 წლიდან 10 თვემდე შევამცირეთ. ამის წყალობით ევროპასა და მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მილიარდობით დოზა შეიქმნა. mRNA ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, თამაშის წესები შეცვალოს სხვა დაავადებებთან, მათ შორის მალარიასთან ბრძოლაშიც”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მან გაიხსენა, რომ აქტიური საერთაშორისო ძალისხმევის წყალობით, ბოლო 20 წლის განმავლობაში მალარიის მსხვერპლთა რაოდენობა ნახევარზე მეტით შემცირდა. მაგრამ ამავე დროს მსოფლიოში და, პირველ რიგში, აფრიკაში, მალარიით ყოველწლიურად 400 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება, აქედან ორი მესამედი 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. ამავე დროს, მალარიის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ მოჩვენებით მიზნად რჩებოდა. ახლა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. mRNA ტექნოლოგია, შესაძლოა, შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად, როგორიცაა მალარია და ტუბერკულოზი, და მათი წარმოება, შესაძლოა, პირდაპირ აფრიკაში მოხდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system