თავში

მსახიობი ელენ პეიჯი ტრანსგენდერი აღმოჩნდა

​მსახიობი ელენ პეიჯი ტრანსგენდერი აღმოჩნდა
მსახიობი ელენ პეიჯი ტრანსგენდერი აღმოჩნდა

მსახიობმა ელენ პეიჯმა, რომელიც ცნობილია ფილმებით "ჯუნო" და სერიალით "აკადემია ამბრელა", განაცხადა, რომ ის ტრანსგენდერია.

”გამარჯობა მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ, რომ მე ტრანსგენდერი ვარ. მე ელიოტი მქვია. გამიმართლა, რომ ეს დავწერე. რომ აქ ვარ. რომ ჩემი ცხოვრების ამ წერტილს მივაღწიე. მე დიდ მადლიერებას ვგრძნობ იმ წარმოუდგენელი ხალხის მიმართ, ვინც ამ გზაზე მხარი დამიჭირა. ვერ შევძლებ, გამოვხატო, რამდენად მშვენიერია საბოლოოდ შევიყვარო ის, ვინც ვარ. უსასრულოდ შთაგონებული ვიყავი ტრანს საზოგადოების მრავალი წარმომადგენლით. მადლობას გიხდით გამბედაობისთვის, კეთილშობილებისა და დაუღალავი შრომისთვის, რომ ეს სამყარო უფრო ინკლუზიური და თანაგრძნობადი გახდეს”, - აღნიშნა მსახიობმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პეიჯმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ხშირად აწყდებიან შევიწროებას, ძალადობასა და დისკრიმინაციას.

”მე მათ შორის ვარ და მდუმარედ არ შევეგუებით თქვენს თავდასხმებს”, - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system