თავში

მსახიობი ჯეისონ მომოა უდაბნოში დაიკარგა - VIDEO

მსახიობი ჯეისონ მომოა უდაბნოში დაიკარგა
მსახიობი ჯეისონ მომოა უდაბნოში დაიკარგა - VIDEO

ამერიკელი მსახიობი ჯეისონ მომოა უდაბნოში წყლის გარეშე დარჩა. 

ცნობილი მსახიობი, "სამეფო კარის თამაშების" კჰალ დროგოს როლის შემსრულებელი, უდაბნოში გადაღებებზე წავიდა, რა დროსაც გზაში მანქანა გაუფუჭდა. მსახიობს თან არც საკვები და არც წყალი ჰქონდა. მას მხოლოდ ტელეფონი ჰქონდა.

"მეტი წყალი მჭირდება, აქ ძალიან ცხელა", -  ამ ტექსტით მიმართა გულშემატკივრებს მსახიობმა ვიდეოში, რომელიც  გამოაქვეყნა.

მომოას უდაბნოში დიდხანს გაჩერება არ მოუწია, მის დასახმარებლად მანქანა გაგზავნეს. ბოლოს მსახიობმა გადასაღებ მოედანზე მისვლა შეძლო.

ჯეისონ მომოა, დენის ვილენუვეის ახალ ფილმში "Dune"-ში გადაიღეს, რომელსაც მსოფლიო დეკემბერში იხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system