თავში

მსახიობი კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი კირკ დაგლასი კალიფორნიის ქალაქ ბევერლი-ჰილზში 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა შვილმა, მსახიობმა მაიკლ დაგლასმა დაადასტურა.

მისი ნამდვილი სახელი იშურ დანიელოვიჩია. კირკ დაგლასი 1916 წლის 9 დეკემბერს ნიუ იორკის შტატის პატარა ქალაქ ამსტერდამში დაიბადა. მისი ებრაული ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბელარუსიდან გადმოვიდა. მას შემდეგ, რაც იშურ დანიელოვიჩმა კინემატოგრაფიაში მოღვაწეობა გადაწყვიტა, სახელი გადაირქვა და კირკ დაგლასი გახდა.

მაიკლ დაგლასის თქმით, კირკ დაგლასი მსოფლიოსთვის იყოს კინემატოგრაფიის ოქროს ეპოქის მსახიობი და ლეგენდა.

მსახიობს თავისი კარიერის განმავლობაში, ასამდე ფილმსა და სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის ყველაზე პოპულარულია Spartacus ("სპარტაკი").

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system