თავში

MSF: იემენში კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაცია "კატასტროფულია"

MSF: იემენში კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაცია "კატასტროფულია"
MSF: იემენში კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაცია კატასტროფულია

იემენის სამხრეთ ნაწილში, სულ მცირე, ორ კვირაში 68 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა.

ექიმები საზღვრებს გარეშე (MSF) აცხადებენ, რომ COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, 30 აპრილიდან 17 მაისამდე 173-ს შეადგენდა, აქედან 68 ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლება ამ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს.

ხელისუფლების თქმით, სავალალო სიტუაციაა ქალაქ ადენში, სადაც ინფიცირებული ადამიანების დიდი რაოდენობა იღუპება.

MSF ეჭვობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობას სრულად არც იემენი და არც ადეში არ ფლობს.

”ხალხი მოდის, რომ გადავარჩინოთ, ასევე ვიცით, რომ კიდევ ბევრი ადამიანი საერთოდ არ მოდის, ისინი უბრალოდ კვდებიან სახლში” - ამბობენ ექიმები.

MSF–ის განცხადებაში ნათქვამია, რომ არასაკმარისი ტესტირების გამო ზუსტი ციფრის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ მომაკვდავ პაციენტებს ”აშკარად აქვთ COVID-19- ის სიმპტომები". განცხადებაში ნათქვამია, რომ ენდემურ დაავადებებს, როგორებიცაა მალარია და დენგო, იემენში ამხელა სიკვდილიანობა არასოდეს მოჰყოლია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system