თავში

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ცნობილია

​მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ცნობილია
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ცნობილია

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებს დღეს სტოკჰოლმში დაასახელეს.

ჯილდო ერიტრეასთან სასაზღვრო კონფლიქტის დარეგულირების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბია აჰმედ ალიმ მიიღო.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია 10 დეკემბერს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა პრემიის დამაარსებელი შვედი ინჟინერი, ქიმიკოსი, გამომგონებელი და მრეწველი ალფრედ ბ. ნობელი. ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის.

პრემიის ფულადმა ჯილდომ 9 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით, 950 აშშ დოლარი) შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system