თავში

მსოფლიო ბანკი COVID-ვაქცინების დაფინანსებას თითქმის გააორმაგებს

​მსოფლიო ბანკი COVID-ვაქცინების დაფინანსებას თითქმის გააორმაგებს
მსოფლიო ბანკი COVID-ვაქცინების დაფინანსებას თითქმის გააორმაგებს

მსოფლიო ბანკი COVID-ვაქცინების შესყიდვისა და ვაქცინაციის პროცესის წარმართვისთვის 12 მილიარდი დოლარის ნაცვლად დაფინანსებას 20 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტზე დევიდ მალპასზე დაყრდნობით სააგენტო Reuters ავრცელებს.

მალპასის თქმით, ბანკმა უკვე მიაწოდა 4 მილიარდ დოლარზე მეტი 51 განვითარებად ქვეყანას COVID-19 ვაქცინების შეძენისა და განთავსებისთვის და მალე სახსრებს კიდევ 25 ქვეყნისთვის დაამატებს.

აღინიშნა, რომ ეს ცვლილება განვითარებადი ქვეყნების დაფინანსებაზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას უკავშირდება.

საერთო ჯამში, მსოფლიო ბანკმა მოთხოვნა აფრიკის 41 ქვეყნიდან მიიღო, სადაც მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებია აცრილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system