თავში

მსოფლიო "კრიტიკულ წერტილს“ უახლოვდება - ბორის ჯონსონი

​მსოფლიო "კრიტიკულ წერტილს“ უახლოვდება - ბორის ჯონსონი
მსოფლიო კრიტიკულ წერტილს“ უახლოვდება - ბორის ჯონსონი

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მსოფლიო ახლა "კრიტიკულ წერტილს“ უახლოვდება, ქვეყნებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ იმ გამანადგურებელი ქმედებების წინააღმდეგ, რომელსაც პლანეტასა და საკუთარ თავს ვუკეთებთ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მან კაცობრიობა 16 წლის მოზარდს შეადარა, რომელიც საკმაოდ გაიზარდა და ამიერიდან მეტი პასუხისმგებლობა მართებს.

ბრიტანეთის პრემიერმა ასევე სხვა ქვეყნებს მოუწოდა, 2050 წლამდე ნახშირორჟანგის გამოყოფა მინიმუმამდე დაიყვანონ, 2040 წლამდე კი ქვანახშირის გამოყენება შეზღუდონ.

"თუ ჩვენ ამ საქმიანობებს გავაგრძელებთ, საუკუნის ბოლომდე გლობალური ტემპერატურა 2.7 გრადუსით მოიმატებს, რაც საშინელ შედეგებს გამოიწვევს“, - აღნიშნა ჯონსონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system