თავში

მსოფლიო "მორალური კატასტროფის" წინაშეა - ჯანმოს დირექტორი

მსოფლიო "მორალური კატასტროფის" წინაშეა - ჯანმოს დირექტორი
მსოფლიო მორალური კატასტროფის წინაშეა - ჯანმოს დირექტორი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მსოფლიო "მორალური კატასტროფის" წინაშე დადგება, თუ მდიდარი ქვეყნები არ უზრუნველყოფენ ვაქცინების სამართლიან განაწილებას.

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სამყარო ზნეობრივი მარცხის წინაშეა და ამ მარცხის ფასი უამრავი ადამიანის სიცოცხლე იქნება უღარიბეს ქვეყნებში. მან ვაქცინის 39 მილიონ დოზაზე მიუთითა, რომლებიც  მსოფლიოს მდიდარ 40 ქვეყანაში უკვე განაწილებულია, მაშინ, როდესაც ერთ ღარიბ ქვეყანაში მხოლოდ 25 დოზა ვაქცინა გასცეს. 

მიუხედავად იმისა, რომ თედროსმა ვაქცინის შექმნა მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევად შეაფასა, მან აღნიშნა, რომ გასული გლობალური პანდემიებიდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. ვაქცინების განვითარებად ქვეყნებამდე მიღწევა არ უნდა გაჭიანურდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system